ფეხბურთი

15:21 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები გაირკვა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი პლეი-ოფის პირველ სტადიაზე დაწყვილდნენ.

ჯგუფების 8 პირველიადგილოსანი 8 მეორეადგილოსანთან დაწყვილდა, მერვედფინალის პირველი მატჩებს მეორეადგილოსნები შინ ჩაატარებენ. მერვედფინალში გამორჩეული იქნება შარშანდელი ფინალის რიმეიქი - "ლივერპული" "რეალის" წინააღმდეგ, არანაკლებ დიდ ინტერესს იწვევს "პარი სენ ჟერმენისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "აინტრახტს" შეხვდება.

შედეგად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური წყვილები ასეთია:

„ლაიფციგი“ (გერმანია) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)

„ბრიუგე“ (ბელგია) – „ბენფიკა“ (პორტუგალია)

„ლივერპული“ (ინგლისი) – „რეალი“ (ესპანეთი)

„მილანი“ (იტალია) – „ტოტენჰემი“ (ინგლისი)

„აინტრახტი“ (გერმანია) – „ნაპოლი“ (იტალია)

„დორტმუნდი“ (გერმანია) – „ჩელსი“ (ინგლისი)

„ინტერი“ (იტალია) – „პორტუ“ (პორტუგალია)

„პარი სენ ჟერმენი“ (საფრანგეთი) – „ბაიერნი“ (გერმანია)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი 2023 წელს შედგება. პირველი მატჩები 14-15 და 21-22 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 7-8 და 14-15 მარტს გაიმართება.

0.113296