ფეხბურთი

12:27 | 7.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია სავარაუდოდ "ემპოლისთან" ვერ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით „ემპოლის“ წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი წერს.

წყაროს თანახმად, ქართველი ფეხბურთელი ჯერჯერობით მხოლოდ სამკურნალო თერაპიას გადის და გუნდთან ერთად ვარჯიშს ვერ ახერხებს. იმაზე ფიქრი, რომ 24 საათში ის სათამაშოდ მზად იქნება რეალისტურად არ გამოიყურება.

ამიტომაც, ცნობილი გაზეთი წერს, რომ კვარას დაბრუნება უფრო მეტად მოსალოდნელი მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის წინ ბოლო შეხვედრაში, „უდინეზესთანაა“, რომელიც 12 ნოემბერს გაიმართება.

ამავდროულად იტალიური მედია წერს, რომ სახლის ქურდობის შემდეგ კვარაცხელიამ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და სასტუმრო Britannique-ში გადავიდა, სადაც მასთან ერთად ფიზიოთერაპევტი იმყოფება, რომელიც გამოჯანმრთელებაში ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121221