კალათბურთი

18:35 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ლიგა ენდესაში და "ტენერიფეს" მორიგი გამარჯვება

ესპანეთის ლიგა ენდესას მეშვიდე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბილბაო“ დამაჯერებლად, 73:57 დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

შერმადინმა 22:57 წუთში თავის გუნდს 20 ქულა და 7 მოხსნა შესძინა. გიორგიმ 12-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შედეგი იყო.

„ტენერიფე“ მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა უპირატესობას და საბოლოოდ, გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. ქართველი კალათბურთელის გუნდი 6 მოგებით და 1 წაგებით ლიგა ენდესაში პირველ ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 19 ნოემბერს, „ვალენსიას“ შეხვდება.

შეგახსენებთ, გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელიც 11 და 14 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისლანდიისა და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11661