ფეხბურთი

17:08 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

მონტოლივო სპალეტის სიტყვებზე: "მას არ სურს, რომ "ნაპოლი" მხოლოდ კვარასთან ასოცირდებოდეს"

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი რიკარდო მონტოლივო ლუჩანო სპალეტის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მუდმივად შეკითხვების დასმა საკმარისია და ეს ფაქტი გასახდელში არავის სიამოვნებს.

„ფიორენტინას“ ყოფილი კაპიტანი ფიქრობს, რომ სპალეტის უბრალოდ სურს, რომ „ნაპოლი“ მხოლოდ კვარაცხელიასთან არ ასოცირდებოდეს.

„სპალეტის სიტყვები? მას არ სურს „ნაპოლის“ იდენტიფიცირება მხოლოდ კვარასთან, არამედ მთელ გუნდთან. ცხადია, როცა ხვდები, რომ არსებობს თანაგუნდელი, რომელიც გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანია და თამაში მაშინაც შეუძლია, როცა მთელი კვირის განმავლობაში არ ვარჯიშობს, ამ ფაქტს ეგუები, ეს ყოველთვის ასე იყო“, - თქვა მონტოლივომ.

შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი ჯანმრთელობის შესახებ ბერგამოს "ატალანტასთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა.

0.115341