ფეხბურთი

15:30 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ელგუჯა ლობჯანიძის ჰეთ-თრიქი და თემურ ჩოგაძის გოლი ყაზახეთის ჩემპიონატში

ყაზახეთის ჩემპიონატის ბოლო, 26-ე ტურში ელგუჯა ლობჯანიძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. „კიზილჟარის“ ქართველმა ფორვარდმა „აკტაუსთან“ შეხვედრაში შეძლო სამი გოლის გატანა.

მან თავი მე-18, 42-ე და 68-ე წუთებზე გამოიჩინა, მოედანი კი 70-ე წუთზე დატოვა, ასევე ყვითელი ბარათიც მიიღო. „კიზილჟარმა“ სეზონი 26 ქულით მეათე ადგილზე დაასრულა, ხოლო ლობჟანიძემ 11 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ „კიზილჟარმა“ ყაზახეთის პრემიერლიგაში ადგილი სწორედ დღევანდელი მოგებით შეინარჩუნა.

ყაზახეთის ჩემპიონატში დღეს გოლი კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა, თემურ ჩოგაძემ გაიტანა. „შახტიორ ყარაგანდის“ ფეხბურთელმა „ასტანას“ გაუტანა. მან თავი თამაშის 43-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში 1:2 გახადა, საბოლოოდ კი მისი გუნდი 2:3 დამარცხდა. „შახტიორმა“ სეზონი 32 ქულით მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა, ჩოგაძემ კი 13 თამაშში 3 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113113