ფეხბურთი

14:59 | 6.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "იმის თქმა, რომ "ნაპოლის" კვარას არყოფნა არ ეტყობოდა, სამარცხვინო ტყუილია"

Corriere Dello Sport-ის ჟურნალისტმა ალესანდრო ბარბანომ „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ მატჩი შეაჯამა და მან ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნას ხაზი გაუსვა.

როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა აღნიშნა, იმის თქმა, რომ კვარას არყოფნა გუნდს არ ეტყობოდა, სამარცხვინო ტყუილია.

„და მაინც, იმის თქმა, რომ ბერგამოში კვარას არყოფნა „ნაპოლის“ არ ეტყობოდა, სამარცხვინო ტყუილი იქნებოდა. ელმასმა სპალეტის გუნდს გამარჯვება მოუტანა, მერე კი დაცვა ყურადღებით თამაშობდა, მაგრამ ქართველის ფანტაზიის გარეშე ხაზებს შორის შესაძლებლობები შემცირდა“, - თქვა ბარბანომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117529