ფეხბურთი

20:51 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტიმო ვერნერი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს

გერმანული „ლაიფციგის“ ფეხბურთელი ტიმო ვერნერი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

ვერნერმა ტერფის ტრავმა დონეცკის „შახტართან“ მატჩში მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, ის მოედანზე გასვლას მიმდინარე წელს ვეღარ მოახერხებს. ინფორმაცია „ლაიფციგის“ ვებგვერდმა გაავრცელა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ტიმო ვერნერმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112089