ფეხბურთი

22:06 | 2.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელის" ფეხბურთელი: "არ ვიცოდით, რომ ფრე ევროპა ლიგაზე გადასასვლელად საკმარისი იყო"

მარსელის „ოლიმპიკის“ მცველმა შანსელ მბემბამ ლონდონის „ტოტენჰემთან“ მატჩის (1:2) შემდეგ თქვა, რომ არ იცოდნენ, თუ ქულა ევროპა ლიგაზე გადასასვლელად საკმარისი იქნებოდა.

საქმე ისაა, რომ „მარსელი“ „ტოტენჰემთან“ მოგების შემთხვევაში მერვედფინალში გავიდოდა და სწორედ მბემბას გოლით იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში უპირატესობა გაანიავა და 1:2 დამარცხდა, რის შედეგადაც 6 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

„მარსელმა“ მეორე გოლი, რითაც თამაში წააგო, ბოლო წამზე კონტრშეტევაზე გაუშვა, არადა, ეს გოლი რომ არ მიეღო, ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებდა და ევროპა ლიგაზე გადავიდა. მბემბამ აღნიშნა, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, ამიტომ, მხოლოდ შეტევაზე ფიქრობდნენ.

„მოედანზე ჩვენ არ ვიცოდით ის, რაც სათადარიგო სკამზე იცოდნენ (პარალელური მატჩის შედეგი - რედ). კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. ბოლო წუთამდე ვუტევდით, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ფრეზე ევროპა ლიგაზე გადავიდოდით“, - თქვა მბემბამ.

აქვე გეტყვით, რომ ჯგუფიდან „ტოტენჰემი“ და „აინტრახტი“ გავიდნენ, „სპორტინგმა“ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, ხოლო „მარსელი“ ევროთასებს გამოეთიშა.

0.117345