ფეხბურთი

11:18 | 1.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ „ლაიპციგის“ ნახევარმცველით დაინტერესდა

„ლაიპციგის“ ავსტრიელმა ნახევარმცველმა, კონრად ლაიმერმა, შესაძლოა, კარიერა ინგლისურ პრემიერლიგაში გააგრძელოს. მისით „ლივერპული“ დაინტერესდა - გვამცნობს Sky Germany.

წყაროს ინფორმაციით, „ლივერპული“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, ცენტრალური ნახევარმცველის ყიდვას აპირებს, ლაიმერს კი გერმანულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. ხელშეკრუკლებას ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მერსისაიდელები 25 წლის ავსტრიელის შედარებით დაბალ ფასში შეძენას ცდილობენ. თუმცა, მიუნხენის „ბაიერნთან“ კონკურენცია მოუწევთ.

0.109279