ფეხბურთი

21:50 | 31.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

Gazzetta Dello Sport: "კვარაცხელია-ოსიმენი თანამედროვე და ჰარმონიული წყვილია"

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „ნაპოლი“ „ლივერპულს“ ესტუმრება და მატჩის წინ Gazzetta Dello Sport-მა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტის შესახებ დაწერა. მილანური გაზეთი წერს, რომ ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს და თანამედროვე შემტევი წყვილია.

„სპალეტის გუნდი შესანიშნავი ორკესტრია და არც განსაკუთრებული სოლისტები აკლია. ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა დაამტკიცონ, რომ ამართლებენ დიდებას, რომელსაც მათ აწერენ და ასევე ის, რომ გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლიათ უმაღლესი დონის ევროპულ გამოწვევებში, როგორიც ხვალინდელი მატჩია. სიმართლე გითხრათ, პირველ თამაშში ორივემ შესანიშნავად ითამაშა. ქართველს ფანტასტიკური დრიბლინგები ჰქონდა, ხოლო ნიგერიელმა ვან დეიკსა და მის თანაგუნდელებს პრობლემები შეუქმნა. თუმცა, ოსიმენმა პენალტი ვერ გაიტანა და შემდეგ ტრავმა მიიღო. ახლა ისინი ისევ ერთად და შესანიშნავ ფორმაში არიან, როგორც ეს შაბათს „სტადიო მარადონაზე“ აჩვენეს და ორივე ოცნებობს ევროპაში ასეთი გამოწვევებზე, რათა საკუთარი სახელი აიმაღლონ და კვალი დატოვონ.

ისინი ქმნიან ახალ და აბსოლუტურად თანამედროვე თავდამსხმელების წყვილს. ვიქტორთან, რომელიც თავისი ვერტიკალურობით ხსნის მნიშვნელოვან სივრცეებს, კვარა ამ სივრცეებს კარგად ავსებს. ორივე 8-8 გოლი აქვს ამ სეზონში გატანილი და სრულ ჰარმონიაში არიან. ვნახოთ შეძლებს თუ არა „ნაპოლი“ ლივერპულშიც ამ ფანტასტიკური თამაშის ჩვენებას“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 1 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111466