ფეხბურთი

15:16 | 31.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

რომელუ ლუკაკუ "ინტერს" ისევ გამოაკლდა

მილანის „ინტერს“ რომელუ ლუკაკუ ისევ გამოაკლდა. ბელგიელი ფორვარდი ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, „პლზენთან“ და „სამპდორიასთან“ ითამაშა კიდეც, მაგრამ ლაზარეთში გადაინაცვლა.

იტალიური მედიის ცნობით, ლუკაკუს ბარძაყის დაზიანება აქვს და მისი მდგომარეობა უახლოეს დღეებში შეფასდება, მაგრამ დიდი ალბათობით, „ინტერს“ 2023 წლამდე ვერ დაეხმარება.

უფრო მეტიც, ამ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიელი ფეხბურთელის მონაწილეობაც საეჭვოა და ყველაფერი დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.169583