ფეხბურთი

16:19 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „ბარსელონამ“ ყველა დარჩენილი ტიტულის მოგებისთვის უნდა იბრძოლოს“

ოთხშბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში „ბარესლონამ“ შინ „ბაიერნთან“ 0:3 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა, თუმცა კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი სეზონს ჩაგდებულად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ მის გუნდს ყველა დარჩენილ ტურნირში შეუძლია ღირსეულდ გამოსვლა.

„უახლოეს თვეებში ყველა ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. წინ ევროპა ლიგა, პრიმერა დივიზიონი, ესპანეთის სამეფო თასი და სუპერთასია. მჯერა, რომ წარმატებით ვითამაშებთ.“ - ციტირებს ტვიტერში ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.165245