ფეხბურთი

11:49 | 27.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გავი: „ახლა მთელ ძალებს ევროპა ლიგის მოსაგებად მივმართავთ“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, „ბაიერნთან“ საშინაო მარცხის შემდეგ (0:3), „ბარსელონას“ ჭაბუკმა ნახევარმცველმა, გავიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტურნირიდან გავარდნის შემდეგ, მთელ ძალებს ევროპა ლიგის მოსაგებად მიმართავენ.

„ბაიერნი“ ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ორთაბრძოლებში მათთან შესვლა რთულია. თუმცა ეს გამოცდილება ცუდად არ უნდა აისახოს ჩვენზე. ისედაც ვიცოდით, რომ შანსი თითქმის აღარ გვქონდა და სასწაული თუ გადაგვარჩენდა.

ახლა მთელ ძალებს ევროპა ლიგის მოსაგებად მივმართავთ. მით უმეტეს, რომ გასულ სეზონში ეს ვერ მოვახერხეთ.

ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ბევრი ახალი ფეხბურთელი მოვიდა და ზოგჯერ ერთმანეთის კარგად არ გვესმის მინდორზე. ალბათ დრო სჭირდება ყველაფრის დალაგებას. მაგრამ ჩვენს გამოსვლას ჩემპიონთა ლიგაზე მაინც ჩავარდნას დავარქმევ. „ბარსელონა“ ჯგუფიდან უნდა გადიოდეს.“ - ციტირებს გავის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

0.120346