ფეხბურთი

13:53 | 20.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალი“ 16 წლის ბრაზილიელით დაინტერესდა

„პალმეირასის“ 16 წლის თავდამსხმელმა, ენდრიკმა, შესაძლოა, კარიერა ლონდონის „არსენალში“ გააგრძელოს - გვამცნობს FourFoutTwo.

წყაროს ინფორმაციით, „არსენალს“ ჭაბუკი ბრაზილიელის გადასაბირებლად ბრძოლა მოუწევს მადრიდის „რეალთან“ და კატალონიურ „ბარსელონასთან.“

ცოტა ხნის წინათ ბრიტანული ტაბლოდები წერდნენ, რომ ენდრიკით „იუვენტუსი,“ „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ დაინტერესდნენ.

გასულ ზაფხულს ენდრიკმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა „პალმეირასთან“. კლუბი მას 32 მილიონ ევროდ აფასებს. სამშობლოში ენდრიკს „ახალ პელეს“ და „ახალ რონალდოს“ ეძახიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100227