ფეხბურთი

20:07 | 18.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე: "ეს მოგონილი ჭორებია, პსჟ-ს დატოვება არ მინდა"

კილიან მბაპემ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ მას „პარი სენ ჟერმენის“ დატოვება სურს. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ეს ყველაფერი მოგონილი ჭორებია.

„აქ, პარიზში ძალიან ბედნიერი ვარ და არასდროს მითხოვა იანვარში გუნდიდან წასვლა. ეს ჭორები მოგონილია. მე საერთოდ არ ვარ გაბრაზებული ჩემს ამჟამინდელ კლუბზე და წასვლა არასდროს მომითხოვა. ეს ჭორები „ბენფიკასთან“ მატჩის შემდეგ გავრცელდა, მეც გაკვირვებული ვარ, მაგრამ ვიმეორებ, ეს ყველაფერი მოგონილია“, - თქვა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მაისში გაახანგრძლივა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი უკმაყოფილებისა და კლუბიდან წასვლის სურვილის შესახებ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1098