ფეხბურთი

11:48 | 13.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს დედა: „ვამაყობ, თუ როგორი კაცი ხდება ჩემი შვილი“

„პარი სენ-ჟერმენის“ 23 წლის ფარნგი ვარსკვლავის, კილიან მბაპეს დედამ, ფაიზა ლამარიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამაყობს თავისი შვილით.

„როცა ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, როგორც ყოფილი სპორტსმენი, უბედნიერესი ვიყავი. მაგრამ უფრო ის მაამაყებს, როცა ვუცქერ, როგორი კაცი ხდება. ყველაფერი წინაა და ის კიდევ უფრო დაიხვეწება.“ - ციტირებს ლამარის სიტყვებს RMC Sport.

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპე უკმაყოფილოა პსჟ-ის ხელმძღვანელობით, რომლებიც დანაპირებს არ ასრულებენ და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის დატოვებას აპირებს.

0.117441