კალათბურთი

14:45 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სუპერლიგის და “ა ლიგის” გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ტრადიციულად, სუპერლიგისა და „ა“ ლიგის დაწყების წინ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე, პაატა გურასპაული საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მსაჯთა ინსტრუქტორი, დრაგან ნეშკოვიჩი და ფიბას კომისარი, მერაბ რატიშვილი ტურნირებში მონაწილე გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა საქართველოს უმაღლესი ჩემპიონატის მომავალ სეზონთან დაკავშირებით ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და მასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.

საერთო გადაწყვეტილებით, საკალათბურთო წელი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით გაიხსნება, რომელიც სტარტს 12 ოქტომბერს აიღებს. რაც შეეხება სუპერლიგის 31-ე სეზონს, იგი დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის დასრულების შემდგომ, 23 ოქტომბერს დაიწყება.

GBF.GE

0.113738