ძიუდო

14:00 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილს (66 კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე ერთი გამარჯვება აშორებს.

მარგველაშვილი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო, სადაც მაროკოელ აბდერაჰმან ბუშიტას აჯობა, ხოლო შემდეგ უკრაინელი კარო მარანდიანიც დაამარცხა. მეოთხედფინალში მარგველაშვილი იაპონელ იოშირო მარუიამასთან ვერაფერს გახდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ ბარუშ შმაილოვს შიდოებით აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, მისი მეტოქე კი დენის ვიერუ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ლუხუმ ჩხვიმიანმა იასპარეზა და უმედლოდ დარჩა, ხოლო 8 ოქტომბერს, ტატამიზე ორი ქართველი გამოვა - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114555