ფეხბურთი

13:35 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი შემადგენლობაში როტაციას გეგმავს და ოთხ ცვლილებას აპირებს, ხვიჩას თადარიგში ელიან

იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლი“ „კრემონეზეს“ დაუპირისპირდება და ლუჩანო სპალეტი შემადგენლობაში როტაციას გეგმავს.

სპალეტის ცვლილებები მჭიდრო კალენდრითაა განპირობებული და როგორც Calcionapoli წერს, იტალიელი სპეციალისტი „აიაქსთან“ შედარებით სასტარტოში ოთხ ცვლილებას აპირებს.

დაცვაში ძირითადში დაბრუნდება მარიო რუი, რომელიც მატიას ოლივერას ადგილს დაიკავებს, ხოლო ამირ რაჰმანის ლეო ოსტიგორი ან ჟუან ჟესუსი შეცვლის. „აიაქსთან“ მცირე ტრავმები მიიღეს, პიოტრ ზელინსკიმ და ხვიჩა კვარაცხელიამ, მართალია, ისინი კარგად არიან, მაგრამ სპალეტი გარისკვას არ აპირებს. პოლონელს ტანგი ნდომბელე შეცვლის, ხოლო ხვიჩას, რომელმაც გუშინ გუნდთან ერთად შეუფერხებლად ივარჯიშა და კარგადაა, სავარაუდოდ, ელიფ ელმასი. ქართველის დასვენება „აიაქსთან“ მიღებული უმნიშვნელო დაზიანების გარდა, ცხადია, გადატვირთული გრაფიკითაც იქნება განპირობებული (თუ ცხადია, ვერ მოხვდა ძირითადში), რადგან „ნაპოლის“ შუა კვირაში ისევ „აიაქსთან“ მოუწევს თამაში და სპალეტი მომდევნო შეხვედრებზეც ფიქრობს. გარდა ამისა, უცნობია, ვინ ითამაშებს ფორვარდის პოზიციაზე: ჯაკომო რასპადორი თუ ჯოვანი სიმეონე. გამოჯანმრთელდა ვიქტორ ოსიმენიც, მაგრამ ჯერ ის სასტარტოში სათამაშოდ მზად არაა.

შეგახსენებთ, რომ „კრემონეზესა“ და „ნაპოლის“ მატჩი 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111735