ფეხბურთი

0:34 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" დი ლორენცოსთან კონტრაქტის განახლებაზე მუშაობს

„ნაპოლი“ ჯოვანი დი ლორენცოსთან კონტრაქტის განახლებას აპირებს და ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ინფორმაცია იტალიურ მედიას 29 წლის მცველის აგენტმა დაუდასტურდა. მხარეები ხელშეკრულების 2027 წლამდე განახლებაზე მუშაობენ, სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ჯოვანი დი ლორენცო „ნაპოლის“ 2019 წელს „ემპოლიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 148 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონის წინ ის ნეაპოლიტანური გუნდის კაპიტნად აირჩიეს. იტალიის ნაკრებში დი ლორენცოს 23 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი, გასულ წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

0.112062