ფეხბურთი

18:37 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო: "ჩემპიონთა ლიგის მატჩების საყურებლად დროს ვერ დავხარჯავ"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი მინიმუმ 40 ქულის მოპოვება, რაც შეიძლება მალე.

"ჩემპიონთა ლიგის თამაშების საყურებლად დრო არ მაქვს. მხოლოდ მიმოხილვას ვუყურებ. გუშინწინ ვნახე "ინტერის" თამაშის ბოლო 25 წუთი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ყურებაში დროს ვერ დავკარგავ. ახლა ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე 40 ქულა დავაგროვო და დანარჩენზე მერე ვიფიქრებთ“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსიას“ შვიდი ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს, 7 ოქტომბერს, კი პამპლონას „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119093