ფეხბურთი

17:30 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია კარგადაა, მაგრამ "კრემონეზესთან" შეიძლება არ გარისკონ

ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა, რომელიც „აიაქსთან“ მიიღო, სერიოზული არაა და იტალიური მედიის ცნობით, ქართველი თავს კარგად გრძნობს.

თუმცა, „კრემონეზესთან“ შესაძლოა კვარა სასტარტო შემადგენლობაში არ იყოს. ლუჩანო სპალეტი მჭიდრო კალენდრის გამო როტაციას გეგმავს, გარდა ამისა, ხვიჩას შემთხვევაში საბოლოო დასკვნა ექიმებმა უნდა გააკეთონ და დიდი შანსია, კლუბმა არ გარისკოს. თუ ასე მოხდა, ხვიჩა თადარიგში იქნება და სპალეტი საჭიროდ თუ ჩათვლის, თამაშის მიმდინარეობისას გამოიყენებს.

მოგეხსენებათ, „კრემონეზეში“ ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს. ეს გუნდები ერთმანეთს 9 ოქტომბერს, კრემონაში შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118282