ფეხბურთი

15:39 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

თუ ბენზემა „ოქროს ბურთს“ მოიპოვებს, „რეალთან“ კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდება

თუ „რეალის“ ფრანგი შემტევი, კარიმ ბენზემა, წლეულს „ოქროს ბურთს“ მოიპოვებს (რისი დიდი შანსიც აქვს), კლუბთან კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდება - გვამცნობს Relevo.

წყაროს ინფორმაციით, 34 წლის ბენზემას კონტრაქტში არის პუნქტი, რომელშიც წერია, რომ თუ ის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ინდივიდუალურ პრიზს - „ოქროს ბურთს“ მოიპოვებს, კლუბთან ხელშეკრულება ერთი წლით გაუხანგრძლივდება.

ფრანგის „სამეფო კლუბთან“ არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია 17 ოქტომბერს გაიმართება პარიზში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114208