13:17 | 6.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტიმ ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, „რეალმა“ შინ დონეცკის „შახტარს“ 2:1 მოუგო. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელისთვის, კარლო ანჩელოტისთვის ეს 102-ე გამარჯევბა გამოდგა ტურნირზე. ამ მაჩვენებლით იტალიელი სპეციალისტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულ დამრიგებელ ალექს ფერგიუსონს გაუთანაბრდა.

ანჩელოტიმ 102 გამარჯვება 182 შეხვედრაშო მოიპოვა. ფერგიუსონს კი ამისათვის 190 მატჩი დასჭირდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ანჩელოტის ხელმძღვანელობით „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

0.111322