ფეხბურთი

22:45 | 5.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგის" და "ზალცბურგის" პირველი მოგებები ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე ტრადიციულად ადრიანი ორი მატჩით გაიხსნა, რომლებიც E და F ჯგუფში გაიმართა.

E ჯგუფში „ზალცბურგმა“ ზაგრების „დინამოს“ უმასპინძლა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ავსტრიელებმა ოკაფორის ერთადერთი გოლით მოიგეს და სამ ტურში 5 ქულა მოიპოვეს. „ზალცბურგი“ უდავოდ კარგად ასპარეზობს, რადგან წინა ორ ტურში „მილანსა“ და „ჩელსისთან“ ქულები მოიპოვა, ამ დროისთვის კი 5 ქულით ლიდერია.

F ჯგუფში „ლაიფციგმა“ გლაზოს „სელტიკს“ უმასპინძლა და 3:1 აჯობა. კრისტოფერ ნკუნკუს გოლი მეორე ტაიმის სტარტზე ჟოტამ გაქვითა, მაგრამ მერე გერმანელთა ფორვარდმა ანდრე სილვამ დუბლი შეასრულა და - 3:1. „ლაიფციგმა“ 3 ქულას მოუყარა თავი და ჯერ მესამე ადგილზეა, ხოლო „სელტიკი“ ქულით ბოლო ადგილზეა.

„ლაიფციგი“ – „სელტიკი“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ნკუნკუ (27), 1:1 ჟოტა (47), 2:1 ანდრე სილვა (64), 3:1 ანდრე სილვა (77)

„ზალცბურგი“ – „დინამო ზაგრები“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ოკაფორი (71)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118239