ფეხბურთი

16:26 | 5.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "უსამართლობა მოხდა, მსაჯებმა მატჩის შემდეგ ახსნა-განმარტებები უნდა გააკეთონ"

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი „ინტერთან“ მატჩის შემდეგ მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა და ეს არ დაუმალავს. როგორც მან თქვა, უსამართლობა მოხდა და მის გუნდს მატჩის მიწურულს პენალტი არ დაუნიშნეს.

„აღშფოთებული ვარ. ჯერ აგვიხსნეს, რომ ანსუ ფატიმ ხელით ითამაშა, მაგრამ გოლი სხვა ფეხბურთელმა გაიტანა, მეორე ეპიზოდში გაუგებარია რა მოხდა. მსაჯთან საუბარი მინდა, ეს უსამართლობაა, ჩვენს სასარგებლოდ აშკარა პენალტი იყო. თამაშის შემდეგ მსაჯებმა ახსნა-განმარტებები უნდა გააკეთონ, სამაგიეროდ, ისინი მიდიან და არაფერს ამბობენ! ვერ ვმალავ ჩემს აღშფოთებას, ეს დიდი უსამართლობაა. წინ კიდევ სამი ფინალი გვაქვს დარჩენილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ სამ ტურში 3 ქულა აქვს და „ბაიერნს“ 6, ხოლო „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112463