ფეხბურთი

13:46 | 5.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუუდ გულიტი: "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია"

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რუუდ გულიტმა „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ თქვა, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. როგორც მან აღნიშნა, იტალიური გუნდის თამაშის ხარისხით აღფრთოვანებულია.

„ვფიქრობ, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, დარწმუნებული ვარ, ჩემპიონობაზე გაწევა შეუძლია! იმიტომ, რომ, რასაც ვხედავ, მომწონს - მათი სამუშაო ეთიკა, ძალიან ბევრს მუშაობენ და საოცარ ფეხბურთს თამაშობენ. ეს საფეხბურთო გაკვეთილი იყო“, - თქვა გულიტმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ მიმდინარე სეზონში 11 მატჩიდან 9 მოიგო და ორჯერ ფრეს დასჯერდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ში ლიდერია („ატალანტასთან“ ერთად) და ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფშიც, რომელსაც უდანაკარგოთ ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114626