ფეხბურთი

1:35 | 5.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ეს ვარსკვლავური გუნდის კოსმოსური გამარჯვება იყო"

„ნაპოლის“ შთამბეჭდავ გამარჯვებას „აიაქსის“ წინააღმდეგ (6:1), კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გამოეხმაურა და თქვა, რომ თავისი გუნდით ამაყობს.

„ვარსკვლავური გუნდის კოსმოსური თამაში. თქვენით ვამაყობ!“, - დაწერა დე ლაურენტისმა სოციალურ ქსელში.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო და A ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, შესაბამისად, მერვედფინალის საგზურთან ძალიან ახლოსაა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა, მთლიანად სეზონში კი მას 11 მატჩში 6 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს თავის ანგარიშზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121672