ჩოგბურთი

23:33 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტრნავას ტურნირზე მარიამ ბოლქვაძემ ეკო გორგოძეს მოუგო

ტრნავას ტურნირის 1/16-ფინალში ქართული დაპირისპირება შედგა და მარიამ ბოლქვაძემ ეკო გორგოძე დაამარცხა.

შეხვედრა უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და მარიამმა სამ სეტში, 2 საათსა და 26 წუთში იმარჯვა. თავიდან გორგოძემ კარგად დაიწყო და პირველი სეტი 6:4 მოიგო, მაგრამ შემდეგ ბოლქვაძე დაეუფლა უპირატესობას და მომდევნო ორი სეტი, 6:3, 6:2 მოიგო.

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში რუს ჩოგბურთელს, ეკატერინა კაზიონოვას გაეჯიბრება.

0.114071