ფეხბურთი

13:51 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონელები სულეიმანოვს ქვეყანაში არ უშვებენ

ბეერ-შევას „ჰაპოელის“ ნახევარმცველი, მაგომედ-შაპი სულეიმანოვი 6 ოქტომბერს ვერ ითამაშებს კონფერენს ლიგის მესამე ტურის მატჩში „ლეხის“ წინააღმდეგ. საქმე ის არის, რომ პოლონეთი ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ უშვებს. სულეიმანოვი კი სწორედ ასეთია.

უეფამ თავის განცხადებაში განმარტა, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მონაწილე გუნდებს ეკისრებათ და თუ რომელიმე მხარეს პრეტენზია გააჩნია ვიზების თაობაზე, უშუალოდ კლუბის ხელმძღვანელობას უნდა მიმართოს - გვამცნობს championat.com.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111483