ფეხბურთი

10:08 | 4.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესმა, შესაძლოა, „ნოტინგემი“ ჩაიბაროს

62 წლის ესპანელი სპეციალისტი, რაფაელ ბენიტესი, უახლოეს ხანში, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს და ერთ-ერთი აუტსაიდერი, „ნოტინგემ ფორესტი“ ჩაიბაროს - გვამცნობს Sky Sports.

წყაროს ინფორმაციით, პრემიერლიგის მე-9 ტურში „ლესტერთან“ მარცხის შემდეგ (0:4), ნოტინგემელთა მთავარი მწვრთნელის, სტივ კუპერის სკამი საგრძნობლად შეირყა და მის გათავისუფლებასაც არაფერი უკლია. გუნდი 4 ქულით ბოლო ადგილზეა. მისი სავარაუდო შემცვლელი კი ბენიტესია.

ბენიტესის ბოლო სამუშაო ადგილი ინგლისურივე „ევერტონი“ გახლდათ.

0.111284