ფეხბურთი

21:24 | 1.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ჟურნალისტებს გუნდის იმ ფეხბურთელების შესახებ ესაუბრა, რომლებიც 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ.

„არ ვიცით მსოფლიო ჩემპიონატზე რა მოხდება. ვფიქრობთ, როგორ დავაბალანსოთ შემადგენლობა ტურნირის შემდეგ. შესაძლოა, ინვრის შუამდე ყატარში ნათამაშებ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მივცეთ და მხოლოდ ისინი ვათამაშოთ, ვინც გუნდის განკარგულებაში დარჩება.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი მუნდიალი 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება ყატარში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112179