ფეხბურთი

11:12 | 1.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლენტინი: "კვარაცხელია მგავს, სწრაფად მოერგო სერია A-ს და იმედია, ასე გააგრძელებს"

„მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუიჯი ლენტინიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის სერია A-ს სწრაფად მოერგო. ლენტინი კვარაცხელიაში საკუთარ თავს ხედავს და იმედოვნებს, რომ ასე გააგრძელებს.

„კვარას ბევრი ისეთი თვისება აქვს, როგორიც მე მქონდა და მასში საკუთარ თავს ვხედავ: უყვარს მეტოქის მოტყუება, დრიბლინგს ორივე მიმართულებით აკეთებს, როგორ მე. ყველაფერი გასაკვირი ისაა, რომ ადაპტაცია შესანიშნავად მოახერხა და იტალიის ჩემპიონატს მაშინვე მოერგო, რაც უცხოელ ფეხბურთელებს უჭირთ. კმაყოფილი ვარ მისით და „ნაპოლით“, რომელმაც დიდებული ტრანსფერი გააკეთა. იმედი მაქვს, რომ ასე გააგრძელებს“, - თქვა ლენტინიმ.

ჯანლუიჯი ლენტინი გარემარბი იყო და კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში ითამაშა, თუმცა ყველაზე წარმატებული პერიოდი „ტორინოში“ გაატარა, ასევე გახლდათ „მილანისა“ და ბერგამოს „ატალანტას“ წევრიც, იტალიის ნაკრებში კი 1991-1996 წლებში 13-ჯერ ითამაშა. სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინ ვეტერანმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ თქვა, რომ კვარაცხელიას თამაშის მანერით ყველაზე მეტად სწორედ ჯანლუიჯი ლენტინი გაახსენდა.

0.113368