ფეხბურთი

21:58 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კამპოსი: "ნეიმარის და მბაპეს ერთად შეძენა შეცდომა იყო"

„პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლუის კამპოსმა განაცხადა, რომ ნეიმარისა და კილიან მბაპეს ერთ სატრანსფერო სესიაზე შეძენა შეცდომა იყო. მისი თქმით, ამის გამო კლუბი სხვადასხვა პოზიციებზე დაუბალანსებელი დარჩა.

„წარსულში ჩვენ შეცდომა დავუშვით, როდესაც ერთ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი, ნეიმარი და მბაპე დავიმატეთ. შესყიდვების ბაზარი არ იყო კარგი, რამდენიმე საკვანძო პოზიციაზე ფეხბურთელები გვაკლია და სხვა პოზიციებზე ძალიან ბევრი მოთამაშე გვყავს“, - თქვა კამპოსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121986