რაგბი

21:17 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მწვრთნელი: "პირველივე ვარჯიშზე შევამჩნიე, რომ ნინიაშვილს შესანიშნავი უნარები ჰქონდა"

ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა კენდრიკ ლინმა დავით ნინიაშვილზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, პირველივე ვარჯიშზე შეამჩნია, რომ ის ძალიან ნიჭიერი იყო და მისი კარგი თამაში არ უკვირს.

„კარგად მახსოვს მისი პირველი ვარჯიში. ის 18 წლის იყო და არ ვიცოდით, ვინ იყო. თუმცა მაშინვე დავინახეთ, რომ კარგი იყო ბურთით, სწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და კარგი უნარები გააჩნდა. შესანიშნავი აჩქარება აქვს, სამწვრთნელო შტაბმა, საკუთარ თავს ვუთხარით: „ვაუ, ვინ არის ეს ახალგაზრდა ფენომენი საქართველოდან?"

ამჟამად, რაგბიში გარემარბისა და ფულბეკის პოზიციები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ვიცოდი, რომ ის ფულბეკად კარგად ითამაშა და ძალიან კარგად თამაშობს. „სტად ფრანსეთან“ ორი ლელო გაიტანა, მაგრამ წნეხის ქვეშ ჰაერში ბურთს ძალიან კარგად იგებდა, ზოგადად, ამ ასპექტში ძალიან კარგია. ვიცით, რომ ყოველ ჯერზე 100%-ით იხარჯება, მას თამაშებში განსხვავების შეტანა შეუძლია. ვარჯიშის შემდეგ ყოველთვის რჩება და ბევრს მუშაობს. არ მიკვირს მისი ასეთი თამაში, ძალიან თავდაჯერებულია. რომელ ასპექტზე აქვს ჯერ კიდევ სამუშაო? რაქში. როდესაც ბურთის გამოტანა უწევს, ჯერ კიდევ ვერ თამაშობს კომფორტულად. ასევე ვმუშაობთ დარტყმის მხრივაც უფრო ზუსტი უნდა იყოს, როცა ზეწოლის ქვეშაა. თუმცა, ყველა მოთამაშეს აქვს რაღაც გასაუმჯობესებელი და ვცდილობთ, ძლიერ მხარეებზე ვიმუშაოთ“, - თქვა ლინმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დავით ნინიაშვილმა 3 ლელოს დადება უკვე მოახერხა. „ლიონი“ უახლოეს მატჩს „კლერმონთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116298