11:52 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე პსჟ-ის ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, კილიან მბაპე, უკმაყოფილოა კლუბის დირექტორების მიერ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაწეული მუშაობით - გვამცნობს RMC Sport.

წყაროს ინფორმაციით, კილიანს არ მოსწონს, რომ ხელმძღვანელობამ „სუფთა ფორვარდის“ შეძენა ვერ მოახერხა. „მას უთხრეს, რომ გუნდს გააძლირებდნენ, თუმცა ფეარ-ფლეის პრინციპებს არ დაარღვევდნენ.“ - წერს პორტალი.

მბაპე იმედოვნებდა, რომ ე.წ. „ცხრიანს“ დაიმატებდნენ. ვარიანტებად კი რობერტ ლევადოვსკის, მარკუს რაშფორდს, უსმან დემბელეს და ჯანლუკა სკამაკას ასახელდებდბნენ.

მბაპეს კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, ლუიშ კამპუშიც ეთანხმება და ამბობს, რომ სატრანსფერო პოლიტიკის უკეთ წარმართვაც შეიძლებოდა.

0.106726