ფეხბურთი

11:24 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელი ბიზნესმენი „ევერტონის“ ყიდვას აპირებს

„ევერტონის“ მფლობელმა, ფარჰად მოშირიმ კლუბის გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკება გამართა ამერიკელ ბიზნესმენ მაცეკ კამინსკისთან - გვამცნობს The Financial Times.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და თუ შეთანხმდნენ, კამინსკი დაახლოებით 437 მილიონ ევროს გადაიხდის. შეთანხმება ინგლისის პრემიერლიგამ უნდა დაამტკიცოს.

საბოლოო თანხა „ევერტონის“ახალი სტადიონის დაფინანსებაზეც იქნება დამოკიდებული. თუ კამინსკიმ მერსისაიდული კლუბი იყიდა, პრემიერლიგის კლუბების ნახევარს (10-ს 20-დან) ამერიკელი აქციონერი ეყოლება.

ამჟამად „ევერტონი“ პრემიერლიგის ცხრილში მე-13 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113461