ფეხბურთი

10:16 | 30.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ მესის ახალი კონტრაქტის პირობებს სთავაზობს

„პარი სენ-ჟერმენმა“ თავის დიდვარსკვლავს, ლიონელ მესის, ახალი კონტრაქტის პირობები წარუდგინა - წერს ტვიტერში El Larguero.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგულმა კლუბმა არგენტინელს „1+1“ სქემის ხელშეკრულება შესთავაზა. ფინანსური პირობები დაახლოებით იგივეა - 30 მილიონი ევრო წელიწადში.

მესი უახლოეს დღეებში შეისწავლის კონტრაქტის პირობებს.

ბოლო დროს სააგენტოები წერდნენ, რომ მესი პსჟ-სთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებდა და „ბარსელონაში“ დაბრუნება სურდა. პარიზელებთან კი მის კონტრაქტს ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

0.127747