ფეხბურთი

13:51 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მორატა ესპანეთის ნაკრებში საუკეთესოა

მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევი, ალვარო მორატა, 2021/22 წლების სეზონის ესპანეთის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დაჯილდოება გაზეთ Marca-ს ინიციატივით გაიმართა. 29 წლის მორატას საგანგებო პრიზი - ბრინჯაოს ბუცები გადასცეს.

გასულ სეზონში მორატამ 10 მატჩში 4 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. 27 სექტემბერს, ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, სწორედ 88-ე წუთზე გატანილმა მისმა გოლმა გაიყვანა ესპანელები ტურნირის ნახევაფინალში.

0.114848