ფეხბურთი

11:19 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალიჰამიჯიჩი: „მანეს დრო სჭირდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბის ვარსკვლავურ ახალწვეულს, სადიო მანეს, დრო სჭირდება განსხვავებულ პირობებთან შესაგუებლად, რათა ძველებურად ათამაშდეს.

„სადიოს დრო სჭირდება. ბუნდესლიგას უნდა მიეჩვიოს და ის ამას შეძლებს. თავად ვიცი, როგორია ახალ გუნდში მისვლა. სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, სხვა საფეხბურთო კულტურაში.

სადიო ჯერ კიდევ შეჩვევის პროცესშია. მალე მისთვის ყველაფერი ჩვეული გახდება და ძველ მანეს ვიხილავთ. ხშირად ვესაუბრები, მაგრამ თავისუფლებასაც ვაძლევ. კომფორტულად უნდა იგრძნოს თავი მიუნხენში. ის ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.” - ციტირებს ბოსნიელი ფუნქციონერის სიტყვებს Sport Bild.

0.109236