ფეხბურთი

0:30 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანიელე ადანი: "სპალეტის სტილიდან გამომდინარე მოსალოდნელი იყო, რომ კვარაცხელია ასე ითამაშებდა"

მილანის „ინტერისა“ და ფლორენციის „ფიორენტინას“ ყოფილმა მცველმა დანიელე ადანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მოსალოდნელი იყო, რომ ქართველი ფეხბურთელი „ნაპოლის“ მოერგებოდა, ლუჩანო სპალეტის სათამაშო სტილიდან გამომდინარე.

„მისი ტექნიკური თვისებებიდან და სპალეტის სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ ეს ტრანსფერი შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყო. თავიდანვე ასეთი ეფექტი იქონია, რადგან ინიციატივის აღება შეუძლია, ასევე იცის, ბურთის მოპოვება, მეტოქის მოტყუება, თანაგუნდელებზე პასის გაკეთება და ინდივიდუალური თამაში. როგორ შეიძლება მისი არაპროგნოზირებადობის შეზღუდვა? მთავარია დროის წართმევა. სწორი მომენტი უნდა შეარჩიო. თუ თავს დაბლიდან იცავ და პასიური ხარ, ცუდად ეთამაშები და ვერაფერს გააწყობ. მის განეიტრალებას გუნდური ძალისხმევაც სჭირდება - ფლანგის მცველი ცენტრალური მცველის დახმარების მოლოდინშიც უნდა იყოს, ასევე ნახევარმცველისაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეუჩერებელი ხდება“, - თქვა ადანიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მერვე ტურში 1 ოქტომბერს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102841