ფეხბურთი

21:31 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის თასზე გაიტანა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ სლოვაკეთის თასზე გოლი გაიტანა.

ბრატისლავის „სლოვანმა“ 1/32 ფინალში „მალა მაცა“ 7:0 გაანადგურა, ხოლო ჯაბამ 62-ე წუთზე მეტოქის კარი ერთი შეხებით დალაშქრა. ქართველი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.

არ უთამაშიათ გიორგი ჩაკვეტაძესა და გურამ კაშიას, რომლებიც საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებული.

„სლოვანი“ სლოვაკეთის თასის 1/16 ფინალში გავიდა, კანკავამ კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-15 მატჩში პირველი გოლი გაიტანა.

გოლი იხილეთ ბმულზე 1:23:00 წუთიდან.

0.113336