ფეხბურთი

20:25 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დი ლორენცო: "როცა ყველაფერი კარგად არ წავა, კვარაცხელიას გვერდში სწორედ მაშინ უნდა დავუდგეთ"

იტალიური „ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა მცველმა აღნიშნა, კვარა ვარჯიშებზეც ძალიან მონდომებულია და ამიტომ მის წინააღმდეგ სათამაშოდ საწვრთნელი პროცესის დროსაც სხვა ფეხბურთელებსაც მაქსიმალურად დახარჯვა უწევთ.

„კვარაცხელია რასაკვირველია თავის ყველა თვისებას ავლენს, ვარჯიშებზეც კი გვაიძულებს, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ. მან ასე უნდა გააგრძელოს, მაგრამ ასევე იქნება მომენტები, როცა ყველაფერი იდეალურად არ წავა და ამ დროს ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ და ყველაფერი ერთად დავძლიოთ. იგივე ეხება რასპადორის, სიმეონეს, ოლივერას და სხვა ახალწვეულებს, ყველა მათგანმა გუნდთან ადაპტაცია კარგად გაიარა და ეს არის სწორი სულისკვეთება“, - თქვა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა. ლუჩანო სპალეტის გუნდი უახლოეს მატჩს 1 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116775