ფეხბურთი

18:00 | 28.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესი "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტის განახლებას არ გეგმავს

ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის განახლებას არ გეგმავს. ამის შესახებ ესპანელი ჟურნალისტი მიკელ ბლასკესი იტყობინება.

როგორც ის ტვიტერში წერს, ლიონელს პსჟ-ში დარჩენა არ სურს და მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

მესიმ მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო, გაცილებით უკეთ, ვიდრე წინა სეზონი ჩაატარა, თუმცა, პსჟ-ში როგორც ამბობენ, თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ფეხბურთელის შესაძლო დაბრუნებაზე ბოლო დროს ღიად არაერთხელ ისაუბრა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ და არაა გამორიცხული, 35 წლის ვარსკვლავი კატალონურ გრანდში დაბრუნდეს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მესიმ პსჟ-ს რიგებში 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო მთლიანობაში ფრანგული კლუბის მაისურით ჩატარებულ 45 თამაშში 17 გოლი აქვს გატანილი.

0.113372