ფეხბურთი

15:26 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პარედესი: "მბაპესთან ადამიანური ურთიერთობა არასდროს მქონია"

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეანდრო პარედესმა განაცხადა, რომ კილიან მბაპეზე საუბარი არ შეუძლია, რადგან მასთან ადამიანური ურთიერთობა არასდროს ჰქონია. ეს მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ.

„მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გუნდის შეცვლა ადვილი არჩევანი არ იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემთვის მთავარი იყო მუდმივად თამაში და ეს დიდ კლუბში გამეკეთებინა. „იუვენტუსის“ მაისურის ტარება ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო.

მბაპე? კილიანზე ვერ ვისაუბრებ. რამდენიმე თანაგუნდელთან მქონია შესანიშნავი ურთიერთობა, მაგრამ ვერ ვისაუბრებ იმაზე, ვისთანაც არასდროს მქონია ადამიანური ურთიერთობა.

დი მარია? „იუვენტუსის“ შეთავაზების დათანხმებაში წვლილი მასაც მიუძღვის. მინდოდა ანხელთან ერთად ისევ მეთამაშა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - თქვა პარედესმა.

შეგახსენებთ, რომ ლეანდრო პარედესი და კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ 5 წლის განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ.

0.105528