ფეხბურთი

14:18 | 27.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კასანო: "ჰოლანდმა ფეხბურთის თამაში არ იცის"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი კრისტიან ვიერისა და ადრიანოს შეადარა ფიზიკური მონაცემებით.

თუმცა, კასანოს აზრით, ჰოლანდმა ფეხბურთის თამაში არ იცის და ყველაფერს თავისი ფიზიკური უნარებით აბალანსებს.

„ჰოლანდი ადრიანოს ჰგავს. იბრაჰიმოვიჩს, ადრიანოს სისწრაფით, მიუხედავად იმისა, რომ იბრა უფრო ტექნიკურია. თუმცა, შეიძლება ადრიანოსა და ვიერისთან შედარებაც. თუმცა, მაგალითად, ბენზემამ და ლევანდოვსკიმ ფეხბურთის თამაში იციან, ჰოლანდმა კი ფეხბურთის თამაში არ იცის“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდმა „მანჩესტერ სიტის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 მატჩში 14 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110422