ფეხბურთი

21:10 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ არაუხომ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი რონალდ არაუხო საოპერაციოა. ესპანური კლუბის სამედიცინო სტაფმა ურუგვაელ მცველთან კონსულტაციის შემდეგ ქირურგიული ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო.

არაუხომ ტრავმა ურუგვაისა და ირანის შეხვედრაში მიიღო, ოპერაციას კი ოთხშაბათს, ფინეთში გაიკეთებს. ექიმებმა მიიჩნიეს, რომ პრობლემა, რომელიც რონალდს აქვს ოპერაციის გარეშე ბოლომდე არ მოგვარდებოდა.

სავარაუდოდ, ფეხბურთელს 1.5-2 თვე გაუცდება, შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან მუნდიალის დაწყებამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108487