ფეხბურთი

11:38 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "მბაპეს შესაძლებლობები კოსმიურ დონეს აღწევს"

ფრანგ თავდამსხმელს კილიან მბაპესა და პარი სენ-ჟერმენს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებისთანავე, პარიზულ გუნდში დაიწყო დესტაბილიზაციის გამოვლინებები, რამაც გააფუჭა ატმოსფერო გუნდის შიგნით.

კერძოდ, გაჩნდა კითხვები პსჟ-ს სამი ვარსკვლავის, ლიონელ მესის, მბაპესა და ნეიმარის ურთიერთობაზე, მაგრამ არგენტინელი შემტევის ბოლო კომენტარი, როგორც ჩანს, ფეხბურთელებს შორის ურთიერთობების თანდათანობით გაუმჯობესებაზე მიუთითებს. მესიმ კილიანზე ისაუბრა და თქვა, რომ ის შესანიშნავი ფეხბურთელია.

"კილიანი სხვა დონის მოთამაშეა, მხეცი, რომელიც ძლიერია ერთი-ერთზე თამაშის დროს. მისი შესაძლებლობები კოსმიურ დონეს აღწევს, სწრაფია და ბევრ გოლს იტანს. შესანიშნავი ფეხბურთელია, რაც მან ბოლო წლებში დაამტკიცა. დარწმუნებული ვარ, მომავალში ის აუცილებლად იქნება ჩვენი დროის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის“, - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მესის 11 მატჩში 6 გოლი და რვა საგოლე გადაცემა აქვს.

0.111129