ფეხბურთი

22:50 | 25.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ხანდახან ეროვნული ნაკრების უფრო ძლიერი სიყვარულია საჭირო"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უნგრეთის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ბუდაპეშტში თამაში იოლი არასდროსაა, მაგრამ შანსები თანაბრად შეაფასა.

„მარკო როსი შესანიშნავად მუშაობს, უნგრეთში თამაში ადვილი არასდროსაა. 50% შანსი ჩვენ გვაქვს, 50% - მეტოქეს. თუმცა, მათ ფრის უფლებაც აქვთ. სასიამოვნოა აქ ყოფნა, 90 წუთი გვაქვს საიმისოდ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ.

წინა მატჩთან შედარებით რაღაცას შევცვლით, ვნახოთ, როგორ იქნებიან ბიჭები. ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია. თავი კარგად უნდა დავიცვათ, რადგან ისინი 70 000 მაყურებლის წინაშე ითამაშებენ.

იმობილეს ტრავმა? მან ბოლომდე სცადა, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და მინდა შევაქო. ეს ყველა მწვრთნელის პრობლემაა, ჩვენ ვცდილობთ პრობლემა არავის შევუქმნათ. თუმცა, ზოგადად, მთავარია ნაკრებში თამაშის სურვილი. მოთამაშისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეროვნული ნაკრები, ხანდახან უფრო მეტად უნდა გიყვარდეს“, - თქვა მანჩინიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111638