ფეხბურთი

17:06 | 25.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი რეჟისორი: "კვარაცხელია შეიძლება სერია A-ს ახალი ვარსკვლავი გახდეს"

იტალიელმა რეჟისორმა პაოლო ვირციმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მოსწონს და ფიქრობს, რომ მას ვარსკვლავობა შეუძლია.

„ყველაზე მეტად ფანტასტიკური ქართველი ფეხბურთელი მომწონს, რომელიც სპალეტის ჰყავს. კვარაცხელია, სწრაფია და რაც ვნახე, მაფიქრებინებს, რომ ის შეიძლება ჩვენი ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი გახდეს“, - თქვა ვირციმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე პასი გააკეთა და ორჯერ პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1108